კობახიძე: „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებული კამპანია გვახსენებს სააკაშვილის მოწამვლაზე აგებულ სიყალბეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებული საერთაშორისო კამპანია დაახლოებით იმავე სცენარს იმეორებს, რაც მისი თქმით, წარსულში მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის მოვლენებზე ევროპულ ბიუროკრატიასა და საერთაშორისო მედიაში იყო გაშლილი.

პრემიერის თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ როგორც სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე „ბიბისის“ მიერ შექმნილი სიუჟეტი „სიყალბეზე იყო აგებული“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ეუთო-ს მინისტერიალისა და ევროკომისიის მორიგი შეხვედრების წინ „არაფორმალური მმართველები“ და გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ „ბიბისის“ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასაბუთებად გამოყენებას.

„ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია ძალიან ჰგავს იმ პროცესს, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის 27 ელჩი დემარშით ესტუმრა. დღეს კი ყველამ იცის, რომ ის ბრალდებები უსაფუძვლო იყო, თუმცა მათზე პასუხისმგებლობა არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ქმედითად უპასუხებს როგორც დეზინფორმაციას, ისე პოლიტიკურ ზეწოლას, ხოლო „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი სამართლებრივი და დიპლომატიური პროცედურები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading