კახეთში ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის მიწოდების ყალბი სასაქონლო ზედნადები. სანაცვლოდ, მან ერთ-ერთ პირს 2 500 ლარი გამოართვა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    Leave a Reply

    თარგმნეთ »

    Discover more from Region News

    Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

    Continue reading