კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან ხშირია შშმ პირებისთვის განკუთვნილი 12 სპეციალიზებული ლიფტიდან რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული

თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს მათ ბალანსზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დაავალა.

„დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაყენებული გვაქვს 12 სპეციალიზებული ლიფტი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. ამ 12 ლიფტიდან რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული. რეაბილიტირდება აღნიშნული ლიფტები და რამდენიმე დღეში მათ კვლავ მიზნობრივად აზიანებენ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობასთან. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო მათ, რომ ქალაქში ყველა მსგავსი ლიფტი იყოს განახლებული და მოწესრიგებული. 12-ვე ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად. მოვიფიქროთ, შეიძლება, სამეთვალყურეო კამერები დავაყენოთ, რომ მისი დაზიანება ვერ შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading