იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაერო-ს ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები გაეცნენ
სტუმრებისთვის იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით საინფორმაციო ტური მოეწყო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას; მობილური იუსტიციის სახლის, სატელეფონო ცენტრის და ფილიალების მუშაობის სპეციფიკას და იმ 500-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.
.




