იუსტიციის სახლი 2025 წლის 1-2-3 იანვარს არ იმუშავებს

გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღეებში გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი 2025 წლის 1-2-3 იანვარს არ იმუშავებს.

4-5 იანვარს, შაბათს და კვირას, სტანდარტულად მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი (იხ. სერვისების ჩამონათვალი: psh.gov.ge/?WH=true).

6 იანვარს იუსტიციის სახლში სერვისები გაიცემა შეზღუდულად და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურება.

7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, იუსტიციის სახლი არ იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან სერვისებით სარგებლობა ჩვეულ რეჟიმში გახდება ხელმისაწვდომი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading