იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კანონპროექტის ავტორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.