იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, ძლიერი აფეთქება მოხდა
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია 9 პირი, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა.
აფეთქება იტალიური ენერგეტიკული კომპანია ENI.MI-ის საცავთან მოხდა.
“მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ტოსკანა გააერთიანა”, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, ეუჯენიო ჯანიმ.
აფეთქების ზუსტი ადგილმდებარეობა ქალაქი კალენცანოა – ტოსკანას დედაქალაქი. შემთხვევა მოხდა ობიექტზე, სადაც სატვირთო ავტომობილები საწვავით იტვირთება.