3-4 აპრილს,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია იმართება
ღონისძიება გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონო, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას” ვიცე-პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ.
ღონისძიებას დაესწრნენ ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მარიამ კვირკვია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო სფეროს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები. კონფერენციაში მონაწილეობენ იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, KIU-ს მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა როინ რეკვავამ მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა წარადგინა, რომელზე მიღებასაც KIU 2025-2026 აკადემიურ წელს აცხადებს. პროგრამა ხორციელდება ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორმაგ დიპლომს!
ACIG 2025-ის ორგანიზატორები გახლავთ: სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა”, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. პროექტი ხორციელდება საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით. კონფერენციის მიზანია იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა, ახალი იდეების პოპულარიზაცია ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.‘‘.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University




