ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და აღორძინება ლევილის ქართველთა მამულში აქტიურად მიმდინარეობს-ქართული ოცნება

ლევილის ქართველთა მამულში აქტიურად მიმდინარეობს

,,ლევილის მამულის, როგორც საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და აღორძინება

ლევილის ქართველთა მამულში აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა.

დასკვნით ეტაპზეა ფასადისა და დარაბების განახლების პროცესი. სამუშაოები მიმდინარეობს ინტერიერშიც.

დასრულდა შატოს ერთი ნაწილის რეაბილიტაცია. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.

პროექტის მიზანია ლევილის ქართველთა მამულის აღორძინება, მისთვის ისტორიული, სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის დაბრუნება. საფრანგეთში გასული საუკუნის 20-იანი წლების ქართული ემიგრაციის მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.”-ნათქვამია წერილში,რომელსაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading