ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა – ანა ბოლოკაძეს, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგის მიხედვით ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პოლონეთის გუნდს ანგარიშით 6:0 სძლია; ნახევარფინალი ქართველმა გოგონებმა იტალიელებთან ანგარიშით 2:4 დათმეს; ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს გუნდი ჩეხეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის თასის პირველ ეტაპზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
