ირაკლი კობახიძის დავალებით, აღდგომასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბოლნისში, სასაფლაოები და მათი მიმდებარე ტერიტორიები მოწესრიგდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, დავალებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ბოლნისში, სასაფლაოები და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები მოწესრიგდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის, კომუნალური მეურნეობისა და რიტუალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ასევე გაწმინდეს ტანძრებამდე მისასვლელი გზები.