სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეები ევროპელი მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან
„ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს ზეპირი სხდომა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დიდმა პალატამ ამაზე დაყრდნობით გამოიტანოს გადაწყვეტილება. პროცედურულად რაიმე კონკრეტული ვადა გაწერილი არ აქვს სასამართლოს, რა ვადაშიც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
თუმცა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ალბათ უკვე იქნება დიდი პალატის გადაწყვეტილება და იქიდან გამომდინარე, რა პოზიციებიც იყო წარდგენილი და რა კითხვებიც დაისვა დიდი პალატის მხრიდან, გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა არ შეცვლის პალატის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.