ირაკლი კობახიძე: „საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა“

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს მაღალი პოზიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების პროფესიონალიზმს და არაკორუმპირებულ მართვას.

„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით. ევროკომისიის კვლევა კიდევ ერთი დასტურია ამის. საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა – მე-16 ადგილი დაიკავა მაჩვენებლით, ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს ადასტურებს, რომ ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლა ამის ნათელი მაგალითია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading