,,იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია, ვხედავთ კონფლიქტებს, ომებს ახლოს თუ შორიახლოს, აი, ამ გარემოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისმა ყველა თანამშრომელმა (და რა თქმა უნდა მის ხელმძღვანელს განსაკუთრებული წვლილი აქვს) უზრუნველყო, რომ საქართველოში არა თუ არც ერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა”-შალვა პაპუაშვილი

„როგორც იცით, პარლამენტი დღეს ცნობად მიიღებს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის საკითხს და ასევე დღესვე ავირჩევთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლს ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია, ვხედავთ კონფლიქტებს, ომებს ახლოს თუ შორიახლოს, აი, ამ გარემოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისმა ყველა თანამშრომელმა (და რა თქმა უნდა მის ხელმძღვანელს განსაკუთრებული წვლილი აქვს) უზრუნველყო, რომ საქართველოში არა თუ არც ერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა და არ განხორციელებულა, არამედ პირიქით, საქართველო სულ ცოტა ხნის წინაც აღინიშნა როგორც მაგალითად ტერორიზმისგან თავისუფალი ქვეყანა ამერიკის ხელისუფლების ანგარიშში.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წლებია ცდილობენ გარე და შიდა აქტორები არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებას, ჩვენ ვხედავთ თავდასხმას არჩევნებზე, სადაც ჩართული იყვნენ როგორც გარე აქტორები და დღეს უკვე მხილებული არიან მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა USAID, NED. რასაც ჩვენ ვხედავდით, ეს იყო ფაქტობრივად ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში იმისთვის, რომ მომხდარიყო სასურველი საარჩევნო შედეგის დადგომა გარე ძალებისთვის. ამ ფონზე, როდესაც გარე აქტორები შიდა ორგანიზაციების გამოყენებით, მათ შორის გარკვეული ენჯეოების გამოყენებით, რომლებიც გარედან მიღებული დავალებებით თავს ესხმოდნენ დემოკრატიას საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო როგორც ჩვენი ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვა, ასევე შიდა უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიული წყობილების განვითარება, ვინაიდან ვხედავთ, დღესაც არის მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას ანტიდემოკრატიულმა ძალებმა ქვეყნის შიგნით და გარეთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading