იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში-ირაკლი კობახიძე
“წინასწარ არის ცნობილი თუ დაახლოებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია. განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში, შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.