,,იმდროინდელი ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა, უმცირესობის ამ პოზიციას არ იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა. შედეგად კი, მისი განმარტებით, შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია”-პაატა დავითაია
“ყველა სესიაზე, როდესაც გაიხსნა სასესიო მუშაობა და პარლამენტი შეუდგა მუშაობას საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, ოპოზიცია აყენებდა ამ საკითხს, რომ შექმნილიყო კომისია და ამის საჯარო მტკიცებულებაც არსებობს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უმცირესობის პოზიცია მდგომარეობდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ, როდესაც საუბარი იყო უმრავლესობის პოზიციაზე, მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იმიტომ, რომ იცით საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება. მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა იმის საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია.”- ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.