ტოკიოში„საქართველოს ფესტივალის“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა

იაპონიის დედაქალქ ტოკიოში, იოიოგის ცენტრალურ პარკში გამართულ „საქართველოს ფესტივალის“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს ფესტივალი“ ტოკიოში უკვე მესამედ გაიმართა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში, ტარდება დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading