თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს საარტილერიო პროგრამულად განახლებული სიმულაციის კლასი გადასცა

საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლისთვის სიმულატორების გადაცემა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი დაესწრნენ.

განახლებული სიმულაციური კლასი არტილერისტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading