გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას ულოცავს

მერის თქმით, ახალგაზრდებისთვის იწყება სრულიად ახალი, დამოუკიდებელი და საინტერესო ეტაპი, რომელიც დიდ მიზნებს, ახალ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება.

„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას!

დღეიდან თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი და საინტერესო ეტაპი იწყება.

წინ დიდი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა გელით.

მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნების მიღწევა.

აქვე, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძვირფას პედაგოგებსა და მშობლებს. მადლობა იმ შრომისთვის, მოთმინებისა და სიყვარულისთვის, რაც ამ თაობის აღზრდაში ჩადეთ. თქვენი შვილებისა და მოსწავლეების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს!“, – აცხადებს დავით კარგარეთელი.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პედაგოგებსა და მშობლებს იმ შრომისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მოსწავლეების აღზრდასა და განვითარებაში აქვთ გაწეული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading