თეთრიწყაროში ქართული თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართება

19 ივლისს, ქალაქ თეთრიწყაროში, „ციყვების პარკში“, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ესტრადის ცნობილი შემსრულებლები: თაკო გაჩეჩილაძე, დათუნა მგელაძე, „ევროვიზიის“ კონკურსანტი მარიამ შენგელია და ჯგუფი „მიქსტურა“.

კონცერტი ღია სივრცეში ჩატარდება და მისი მიზანია თანამედროვე ქართული მუსიკის პოპულარიზაცია და რეგიონში კულტურული ცხოვრების გაძლიერება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading