,,თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში”-ლაშა ქოიავა
„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, იმიტომ რომ იქნებოდა მალე საბრძოლო მოქმედებები. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. იმიტომ, რომ შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამინისტროს შესაძლებლობები და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს სამინისტროს შესაძლებლობები. რამაც მაშინ საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. მე დამისვეს ამოცანა, რომ საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო მაისის ბოლოსთვის. სახმელეთო ჯარების სარდალმა დამავალა ეს. მეცადინეობები მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში გეგმის მიხედვით“, – განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ.