თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 1998 წელს დაბადებული დ.დ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ნ.ტ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading