საზოგადოებრივი კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა


სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტში „ააკაშის საკვები“ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

ინდურ სამზარეულოში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ეტიკეტირების წესის შეუსრულებლობა და საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო დარღვევების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading