თბილისში პირადი ცხოვრების ხელყოფისა და არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ⚖️
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე 16 წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – „Instagram“-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვნასთან მიმოწერას აწარმოებდა, უგზავნიდა ინტიმურ შინაარსის ვიდეომასალას, მოიპოვებდა და ინახავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ მასალას, ხოლო მუქარისა და იძულების გზით ზეწოლას ახორციელებდა დაზარალებულზე, რომ უფრო მეტი მასალა გადაეგზავნა.
გამოძიება კვლავ გრძელდება.