საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading