თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ უკანონოდ დაყრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაწმინდა
დასუფთავების სამუშაოებში 50-მდე თანამშრომელთან ერთად თავად კომპანიის დირექტორი, გიორგი პაპავაც მონაწილეობდა. როგორც მან აღნიშნა, ქალაქის შემოგარენში ნარჩენების დაყრა აკრძალულია და ამ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა ვრცელდება.
მისივე თქმით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი მომსახურებით – ნარჩენები შეიძლება განთავსდეს ეზოში შეთანხმებულ ადგილზე, საიდანაც ისინი 72 საათის განმავლობაში გაიტანება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაუკავშირდეთ ცხელი ხაზს – 2 61 90 50, ან ეწვიოთ ვებგვერდებს:
🔗 tgservice.ge
🔗 tbsg.ge