სარფისა და კირნათის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის 4 უცხოელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფსა“ და „კირნათზე“ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს:

  • 1988 წელს დაბადებული ა.ი.
  • 1999 წელს დაბადებული ი.თ.
  • 2003 წელს დაბადებული თ.ი.
  • 1999 წელს დაბადებული მ.ჯ.

🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ა.ი. და ი.თ. საქართველოს საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვით, ხოლო თ.ი. და მ.ჯ. – სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს.

⚖ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading