თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  5000 ლარით დააჯარიმა

ნანუკა ჟორჟოლიანს სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც  ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. 

ჟურნალისტს 2025 წლის 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლის  აცილება მოითხოვა, თუმცა მანუჩარ ცაცუამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading