თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უნგრეთის ელჩს უმასპინძლა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე და უნგრეთის ელჩის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში პიტერ ტარჩაი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ. 

თავის მხრივ, უნგრეთის ელჩმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading