თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ევროპიდან ჩამოსული ორი პირი – 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და გ.ჭ. – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

🔹 ერთ-ერთი მათგანის ჩანთიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო მეორემ 336 აბი „სუბოტექსი“ სხეულით გადმოიტანა.
🔹 ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
🔹 დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading