სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული ოქროს მედლის მოპოვება მიულოცა. მინისტრმა ძიუდოისტს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ტურნირებში გამარჯვება უსურვა.-ინფორმაციას  სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

,,ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია; ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ), ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვეს.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.”-ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading