ზვავი თეთნულდზე: სამაშველო სამსახურმა დაზარალებული უსაფრთხოდ ამოიყვანა
მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
სააგენტოს ცნობით, სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, დაზარალებულის ამოყვანა რამდენიმე წუთში მოხერხდა.
ზვავი გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჩამოწვა, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა.
შემთხვევა 10 იანვარს მოხდა.