ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. ახალი ID ბარათები აღჭურვილია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. დიზაინში გამოყენებულია ეროვნული თემატიკის სიმბოლოები.

სააგენტოს ინფორმაციით, პირადობის მოწმობის საფასური უცვლელი რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელებს არ აქვთ ვალდებულება, არსებული დოკუმენტი ახლით შეცვალონ.

განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. დოკუმენტზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერების შედეგად შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება, მათ შორის დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით – სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.

ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე დისტანციურად – სააგენტოს ოფიციალური  ვებგვერდის  მეშვეობით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading