ზამურ ჭითანავამ დღეს მაღალმთიანი სოფლების – ჭრეშის, წიფორის, ხახალაჯვარისა და დარბაზის – მცხოვრებლებთან შეხვედრები გამართა

სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებით აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერას ემსახურება. ზამური ხაზს უსვამს, რომ მისი გუნდის მიზანია საქართველოს ყველა კუთხეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობები ჰქონდეს და ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარ სოფლებში ცხოვრების სურვილი შეინარჩუნოს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.

ასევე, ზამურ ჭითანავამ ტანძიის მოსახლეობასაც გადაუხადა ვიზიტი. ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებენ სოფლის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღებაზე. კანდიდატი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობის ეს სურვილი რეალობად იქცეს.

ზამურ ჭითანავა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერას და მადლობას უხდის ყველას გულწრფელი საუბრისა და სითბოსთვის. მისი თქმით, სწორედ ამ ენერგიით და ერთიანობით შესაძლებელია გამარჯვების მიღწევა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading