,,ვხედავთ, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და განვითარების საკითხები მიმართული არის რეგიონებისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ სპეციალური კოორდინაცია ამ საქმიანობის”-შალვა პაპუაშვილი

„თქვენ მოისმინეთ პრემიერის განცხადება და ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკე შეიქმნას რეგიონული განვითარების სამინისტრო, იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებს და ისინი დღეს ფინანსურადაც უკვე მძლავრდებიან. ვხედავთ, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და განვითარების საკითხები მიმართული არის რეგიონებისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ სპეციალური კოორდინაცია ამ საქმიანობის. წეღან ვსაუბრობდი ახალ რეგლამენტზე, იცით, რომ პარლამენტში არის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტი და მისი დასახელებაც იქნება რეგიონალური განვითარების კომიტეტი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი არის რეგიონების განვითარებაზე ფოკუსირება როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის. ბატონი გრიგოლი გახლდათ ზუსტად ამ კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ ახალ სამინისტროს, რომელიც იქმნება, ჰყავდეს გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც როგორც პოლიტიკურად გამოცდილი არის ამ სფეროში და ამ სექტორში, ასევე, რა თქმა უნდა, გამოცდილი არის მართვის უნარებიდან გამომდინარე და აქვს იმის შესაძლებლობა, რომელიც ბატონმა ლილუაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი საქმიანობით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading