ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ვეტერანებთან ერთად ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ.

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading