თავდაცვის ძალებში სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო შეიქმნა
თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს.
დაინერგა ახალი მიდგომები და სისტემები, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით ახორციელებს წვევამდელთა შერჩევას. შემცირდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები, ანაზღაურება კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia