,,ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო”-ირაკლი რუხაძე
„ორი პრობლემა გვაქვს არასამთავრობოებთან. ერთი, რომ წარმოადგენენ სხვა ხალხს გარედან, რომლებიც აფინანსებენ. კიდევ არის ერთი ფაქტორი. ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო. ეს იმიტომ, რომ ამ „ენჯეოებში“ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხის შესახლება. ამიტომ როდესაც რაღაც ხდება, ვერ იგებ მოქმედებს [„ენჯეო“] როგორც ოპოზიციონერი, თუ როგორც გარედან დაფინანსებული“-განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.