21 მაისი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა
სოფიკო ჭიაურელმა კინოსა და თეატრში ასზე მეტი როლი შეასრულა. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა მაყურებელს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა ფილმებიდან: „ნატვრის ხე“, „ვერის უბნის მელოდიები“, „ხევსურული ბალადა“, „ბროწეულის ფერი“, „დათა თუთაშხია“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და სხვა.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იყო არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ღირსების ორდენი, სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიები, სომხეთის სახალხო არტისტის, თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და კვიპროსის საპატიო მოქალაქის წოდება და სხვა.
