ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ახალი საფასურები და ტარიფები დაამტკიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს-ებისთვის „ჯიფაუერი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „მტკვარი ენერჯი“ და „გარდაბნის თბოსადგური“ საჯარო მომსახურების გაწევის საფასურები დადგინა:
- „ჯიფაუერი“ – 40,266 ლარი დღეში
- „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ – 58,096 ლარი დღეში
- „მტკვარი ენერჯი“ – 76,319 ლარი დღეში
- „გარდაბნის თბოსადგური“ – 325,793 ლარი დღეში
ასევე, კომისიამ დაამტკიცა სს „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები:
- „ხრამჰესი I“ – 4.764 თეთრი/კვტ.სთ
- „ხრამჰესი II“ – 4.259 თეთრი/კვტ.სთ
სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური უცვლელი დარჩა.