ელისაშვილი-ნადირაძის facebook დავა
“როგორც ჩანს, “ვივამედი” ისე წერს აქციებზე ნაცემი ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ – ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო, ნეკნი მქონია მოტეხილი” – ალეკო ელისაშვილი
,,ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.”-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ალეკო ელისაშვილის ბრალდებას ნინო კუზანოვიც სოციალურ ქსელში პასუხობს
“არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა “ვივამედზე“ ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ , მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს,“ – წერს კლინიკა ვივამედის ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე.

,,იმდენი ჭკუაც არ აქვს, ნამუსი და ეთიკა – იქნება და რაღაცა მჭირს ისეთი, ოჯახის წევრებს ვუმალავ, რას მიფრიალებ ამ რენტგენის ფოტოებს“ – ალეკო ელისაშვილის თქმით, ნინო ნადირაძეს და “ვივამედს” უჩივლებს
,,ამ ქალს ვინმემ აუხსნას, რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება კი აკრძალულია და დაუშვებელია. თან აკრძალულია და თან ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა! ეს რაც შეეხება რენტგენის ფოტოს გამოქვეყნებას, თორემ დიაგნოზი რომ შეცვალეს და დამალეს ეგ ცალკე ამბავია და მაგ ამბავზე პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც” – წერს ელისაშვილი.