თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მე-10 მოწვევის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც მე-10 მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული.

კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ ინიცირებული კანონპროექტების ჩამონათვალი წარადგინა, რომელიც როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ იყო მომზადებული.

ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნიოს კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading