ელენე ხოშტარია-ძალიან ბევრი ფოიერვერკები,პარალონები შევიძენთყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე
ელენე ხოშტარია- მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა- ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით „მოსალოდნელი მოქმედებაა. აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, ფოიერვერკი, „სნიკერსები“, კვერცხები, პოლიციას რომ ვესროლოთ. ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია, მოვიდნენ. სასაცილოა, ლაზერებს, რაღაც საღებავებს აღრიცხავენ. მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული, ანტიკონსტიტუციური, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ და წაუყენებენ. მე თვითონ ვუთხარი, დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე“, – განაცხადა ხოშტარიამ.