ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა რვა მედალი მოიპოვეს
რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირზე, რომელშიც 15 ქვეყნის 210-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს. ხოლო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.
ევროპის ჩემპიონობა ლილე სვანაძემ, სარა სალთხუციშვილმა, გაბრიელ გაბადაძემ და ანდრია კვირიაშვილმა იზეიმეს.
ვიცე-ჩემპიონები ბარბარე აშოთია და დავით თათვიძე გახდნენ.
ბრინჯაოს მედალს კი თეკლა კოღუაშვილი და ერეკლე ტაბატაძე დასჯერდნენ.
ქართველი მოჭადრაკეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
