სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში აჭარის ა.რ. კულტურის მინისტრი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორ ზაურ ახვლედიანთან ერთად იმყოფებოდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მუფთმა ჰაჯი ადამ შანთაძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს მობრძანებისთვის, მინისტრად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მუფთმა კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი მიმდინარე წლის 3 მარტს ხანძრის შედეგად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის ისტორიული მეჩეთის დაწვის გამო და დაჩქარებულ ვადებში ახალი მეჩეთის აშენების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მუფთს გულთბილი მანპინძლობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი მეჩეთის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების დასრულებისთანავე, სახელმწიფო მზადაა დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება დამწვარი მეჩეთის აღდგენასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ისტორიული მეჩეთების არსებულ მდგომარეობაზე, რომელთა უმრავლესობასაც გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ძენწმანის ისტორიული მეჩეთის რესტავრაცია, გაზაფხულიდან კი დაიწყება ზვარეს ისტორიული მეჩეთის განახლება და მეჩეთების მოვლა-პატრონობის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინიმინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading