დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედანი და სკვერი გაიხსნა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად, სოფელ დაგარახლოში ახალი სპორტული მოედანი და სკვერი გახსნა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა გარე განათება და განთავსდა სკამები. სამუშაოები სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 409,800 ლარს შეადგენს.

„ახალგაზრდების ჯანსაღი მომავალი ჩვენი პრიორიტეტია. ეს სივრცე ხელს შეუწყობს აქტიურ ცხოვრებასა და გართობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, — განაცხადა მერმა, კობა მურადაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading