დმანისის მერი კობა მურადაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი კვლავაც აქტიურად მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა პირველწყაროდან მოისმინოს მათი საჭიროებები და ხედვები.
დღეს გამართულ მორიგ შეხვედრაზე კობა მურადაშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და განვითარების პროექტების შესახებ. მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად მიემართათ მერისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მიეღოთ კონკრეტული პასუხები.
„მოსახლეობის ჩართულობა და აქტიური კომუნიკაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს, რათა სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს ადგილობრივების საჭიროებებზე მორგებული პროექტები“, – აღნიშნა მერმა.
მოსახლეობასთან დიალოგისა და ჩართულობის ფორმატი დმანისის მერისთვის მნიშნველოვანი ინსტრუმენტია, რათა ადგილობრივებმა საკუთარი ხმა ადვილად მიაწვდინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში.




