დმანისის ახალგაზრდულ ფესტივალ 2025-ს მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილე დაესწრნენ

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის მოადგილე კახა პეტრიაშვილი დაესწრნენ „დმანისის ახალგაზრდულ ფესტივალ 2025-ს“.

ფესტივალის ფარგლებში მერის ახალგაზრდულმა სათათბირომ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება მოიცავდა სპორტულ, შემეცნებითა და გასართობ აქტივობებს, მათ შორის პანა ფეხბურთის, მაგიდის ტენისისა და ფრენბურთის ტურნირებს.

ფესტივალი დასრულდა ბენდ Groove Possession-ის და დიჯეი ალექს სამუშიას კონცერტით. ღონისძიების მიზანი იყო მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading