“დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება”-მიხეილ ყაველაშვილი
„უკვე სამ ათეულ წელს ითვლის ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა; დაკარგული ტერიტორიების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, -განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.