დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულის ერთ-ერთ ბინაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.